Logo

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფელ მეჯვრისხევის სკოლაში იმყოფებოდა

რეგიონები
634
Frontnews image description

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან გიორგი ბერძნიშვილთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევის სკოლაში იმყოფებოდა.

"გისურვებთ, რომ ეს წელი იყოს წარმატებული თითოეული თქვენგანისთვის. განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარი.

მადლობა პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისთვის, მადლობა მშობლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ ერთად ვქმნით გარემოს, სადაც ცოდნა, სიყვარული და პასუხისმგებლობა მომავალ თაობებს ძლიერ, განათლებულ და ღირსეულ მოქალაქეებად აყალიბებს", - განაცხადა გორის მერის მოადგილემ.

თაგები:

გორი
Advertisement