გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კეთილმოწყობის სააგენტოს 300-ზე მეტ თანამშრომელს სპეციალური სამუშაო უნიფორმები გადასცა


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს 300-ზე მეტ თანამშრომელს სპეციალური სამუშაო უნიფორმები გადასცა.
როგორც კონსტანტინე ბუზალაძემ აღნიშნა, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის.
"თქვენ ზრუნავთ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე, იერსახეზე, გამწვანებასა და კეთილმოწყობაზე. თქვენი საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მინდა, გამოვხატო გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა ორგანიზაციის ადმინისტრაციული შენობა და სააგენტოს სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს