Logo

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვარიანში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

რეგიონები
39
Frontnews image description

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ვარიანში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

მერთან ერთად ღონისძიებაში ჩაერთნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და ადგილობრივი ახალგაზრდები.

აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.

ნერგები დაირგო სოფელ ვარიანში, საბავშვო ბაღის, მინი სტადიონისა და სპორტული სივრცის მიმდებარედ, რაც რეკრეაციული სივრცის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

თაგები:

გორი
Advertisement