გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ 20 ვეტერანი 10 დღით ქობულეთში დასასვენებლად გაემგზავრა

ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 ვეტერანი 10 დღით საზღვაო კურორტ ქობულეთში დასასვენებლად გაემგზავრა.
ვეტერანებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტი ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად დააფინანსა. მერიის მხრიდან თანადაფინანსების ღირებულებამ 10 000 ლარს შეადგენს.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრი“.
თაგები:
გორი




