გორში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს


ავტორი
Front News საქართველო
გორში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და ომის ტრაგიკული დღეები გაიხსენეს.
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
თაგები:
აგვისტოს ომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს