გორში 24 წლის მამაკაცმა ცოლი დაჭრა და შემდეგ თავად დაზიანებები მიიყენა

ავტორი
Front News საქართველო
გორში 24 წლის მამაკაცმა ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელის არეში დაზიანებები მიიყენა.
ცოლ-ქმარი კლინიკაში გადაიყვანეს და ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს.
ამ ეტაპზე არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ირკვევა, წყვილი ახალდაქორწინებულია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
თაგები:
დაჭრა




