Logo

გორში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

საზოგადოება
1025
Frontnews image description

გორში სუხიშვილის ქუჩაზე, 30 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ის სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თაგები:

Advertisement