გორში ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და პოლიციის პიკაპი შეეჯახა
შემთხვევა
635

ავტორი
Front News საქართველო
გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გორი-ბერბუკის მონაკვეთზე პოლიციის პიკაპი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და ამოტრიალდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი არ დაშავებულა, მისი მშობლები კი კლინიკაში გადაიყვანეს.
თაგები:
გორი




