Logo

გორში, გურამ პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

რეგიონები
139
Frontnews image description

გორში, გურამ პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის გამწვანებას, ბილიკების, ბორდიურების, კაუჩუკის მოედნის, ატრაქციონების, საპარკე ავეჯის, სარწყავი სისტემისა და განათების მოწყობას.

პროექტი პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2025“-ის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 12 პროექტი განხორციელება დაიგეგმა.

პროგრამის „სამოქალაქო ბიუჯეტი“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.

თაგები:

გორი
Advertisement