Logo

გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა

რეგიონებისპორტი
139
Frontnews image description

გორში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.

გამარჯვებული გუნდები თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, ბურჯანაძის ოჯახის წევრებმა, საფეხბურთო კლუბი „გორის“ წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა დააჯილდოვეს.

შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.

ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენებიც.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა, ქართველებთან ერთად, ყაზახეთისა და სომხეთის გუნდებმაც მიიღეს.

ღონისძიება, საფეხბურთო კლუბი "გორისა" და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2003 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

Advertisement