Logo

გრეგოროვა - საგანგაშოდ უარესდება საქართველოში მდგომარეობა და ამას სჭირდება ევროპის ძლიერი რეაქცია

პოლიტიკა
227
Frontnews image description

"ქართულმა ოცნებამ" ყველა ზღვარს გადააბიჯა. საგანგაშოდ უარესდება საქართველოში მდგომარეობა და ამას სჭირდება ევროპის ძლიერი რეაქცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პატიმრები, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არ ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო.

"საგანგაშოდ უარესდება საქართველოში მდგომარეობა და ამას სჭირდება ევროპის ძლიერი რეაქცია. ოქტომბრის არჩევნების დროს, როცა საქართველოში ვიმყოფებოდით, ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ, რომ ის აკრძალავდა ოპოზიციას. ჩვენ კითხვებს ვსვამდით, სერიოზულად ამბობდა თუ არა, რადგან ეს დემოკრატიას სრულად გამოუთხრიდა ძირს. ბევრს ეს არ სჯეროდა, ფიქრობდნენ, რომ არჩევნებისთვის დამახასიათებელი რიტორიკა იყო. ახლა ვხედავთ, რომ ეს სერიოზულად თქვეს. ეს მხოლოდ პარტიების აკრძალვას არ ეხება, არამედ ეს არის მათი დაშინება პოლიტიკური ლიდერების ციხეში ჩასმით, რომლებიც არაფერს აშავებენ, გარდა იმისა, რომ მმართველ პარტიას არ ეთანხმებიან.

"ქართულმა ოცნებამ" ყველა ზღვარს გადააბიჯა. საქმეების ბუნებიდან გამომდინარე, ნამდვილად შეგვიძლია ვიკამათოთ, იმაზე, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან. თუ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არ ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო", - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ  "ტვ პირველთან".

Advertisement