"გწერთ, რომ დაიცვათ აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც უსამართლოდ გახდნენ საქართველოს მაღალჩინოსნების სამიზნე"

ავტორი
Front News საქართველო
გწერთ, რომ მოგიწოდოთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, დაიცვათ აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც უსამართლოდ გახდნენ საქართველოს მაღალჩინოსნების სამიზნე, - ამის შესახებ კონგრესმენების მიერ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.
კონგრესმენები წერენ, რომ ანტიამერიკული მოქმედების ბოლო ტალღის დროს საქართველოს ხელისუფლებამ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით არაერთხელ გამოაცხადა აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის სურვილი, მაგრამ მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროზე მიუთითებს.
"გწერთ, რომ მოგიწოდოთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, დაიცვათ აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც უსამართლოდ გახდნენ საქართველოს მაღალჩინოსნების სამიზნე. ანტიამერიკული მოქმედების ბოლო ტალღის დროს საქართველოს ხელისუფლებამ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით არაერთხელ გამოაცხადა აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის სურვილი, მაგრამ მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროზე მიუთითებს.
პირველ ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა თანხების გაცემით საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის, რაც სინამდვილეში იყო საპენსიო გადახდები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული იყო. მის კომენტარებს იზიარებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებიც. ეს არასწორი დახასიათება საგარეო სამსახურის თანამშრომლებს საფრთხეში აგდებს.
განცხადებები ასევე მნიშვნელოვან მონაცემებს წარმოადგენს: „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოავლინა სერიოზული სურვილი შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად", - აღნიშნულია წერილში.
თაგები:
მარკო რუბიო
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


