Logo

გუბაზ სანიკიძე - ვინც კობახიძეს ეთანხმება, ის არის მოღალატე, იუდას მოდგმა, ყორღანაშვილის ჯიშის, ის არის სერგო ორჯონიკიძე

პოლიტიკა
589
Frontnews image description

ვინც კობახიძეს ეთანხმება, ის კობახიძესთან ერთად არის მოღალატე, ის არის იუდას მოდგმა, ყორღანაშვილის ჯიშის, ის არის სერგო ორჯონიკიძე, ის არის ივანიშვილი, -  ამის შესახებ ისტორიკოსმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მონობასაა შეჩვეული და ის რუსეთის ქვეშ ცხოვრებასაც შეძლებს.

"ყველა ერში არის მცირე ნაწილი, მაგრამ არც თუ ისე უმნიშვნელო, რომელიც ყოველთვის გამზადებულია კაპიტულაციისთვის. ეს "ქოცობა" კი რუსეთის ქვეშაც იცხოვრებენ, ოსმალეთის, ყიზილბაშების და ხალიფატის ქვეშაც იმიტომ, რომ ასეთები - შემგუებლები ყოველთვის იყვნენ, რომლებსაც არ აქვთ ღირსება, არ აქვთ თავმოყვარეობა. თავისუფლება ყველას არ ეკუთვნის, თავისუფლება უნდა დაიმსახურო და ადამიანები ომობენ იმიტომ, რომ მშვიდობა მოიპოვონ, აბა ომისთვის არავინ არ ომობს. "შეუძლებელია, მოელაპარაკო კაცს, რომელიც შენთან სახლში შემოვიდა შენს მოსაკლავად" - ეს ვერ გაიგო "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ამომრჩეველმა. ვინც კობახიძეს ეთანხმება, ის კობახიძესთან ერთად არის მოღალატე, ის არის იუდას მოდგმა, ყორღანაშვილის ჯიშის, ის არის სერგო ორჯონიკიძე, ის არის ივანიშვილი. იუდამ იცოდა რასაც ყიდდა და გაყიდა - ამათაც იციან, რას ყიდიან. ჩემთვის, გუბაზ სანიკიძისთვის უფლის ღალატი და სამშობლოს ღალატი ერთი კატეგორიაა. ივანიშვილი სამეულშია, მომავალში იტყვიან - ყორღანაშვილი, ორჯონიკიძე და ივანიშვილი იმიტომ, რომ აბსოლუტურად გააზრებულად შვრება, სპობენ ჩვენი დიდების ისტორიას, ძლიერ საქართველოს და დავით აღმაშენებლის საქართველოს აღარ ახსენებენ. "უსაფრთხოებისთვის" უსაფრთხოებაზე თქვეს უარი. 

მცირე ერების დრო დადგა, ვინ ივარგებს, ვინ გადარჩება და აგერ, შეხედეთ, ჩვენს სამეზობლოში რა ხდება - პირველად კავკასიის ისტორიაში კავკასიაში შემოდიან ამერიკელები ხმელეთზე, ამერიკელები არიან მეთაურები სამშვიდობო პროცესის, მოგებულია, პირველ რიგში, აზერბაიჯანი, სომხეთი კი იღებს, პირველ რიგში, უსაფრთხოებას, მიიღო ტერიტორიული მთლიანობის გარანტია, რომლის გარანტორი აშშ-ია", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

Advertisement