“გული მწყდება, რომ ახალგაზრდა ექთანი დავკარგეთ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის მაგალითი მისცა საზოგადოებას”


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდა მედიკოსის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა მედიკოსის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. გული მწყდება, რომ პროფესიონალი, თავისი საქმისთვის თავდადებული ახალგაზრდა ექთანი დავკარგეთ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის მაგალითი მისცა საზოგადოებას.
სამწუხაროა, რომ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოს პარლამენტის სახელით, მთელი გულით ვუთანაგრძნობ გარდაცვლილი ახალგაზრდა მედიკოსის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს", – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს