გურამ დოჩანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა


ავტორი
Front News საქართველო
მწერალ გურამ დოჩანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც Front news_copy International-ს მწერლის ახლობლებმა განუცხადეს, გურამ დოჩანაშვილი რამდენიმე დღეა, "ნიუ ჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებში იმყოფება.
მათივე თქმით, მწერალს კორონავირუსზე კვლევაც ჩაუტარდა, თუმცა "კოვიდ-19" არ დაუდასტურდა.
ქართული თანამედროვე ლიტერატურის კლასიკოსს 82 წელი რამდენიმე დღის წინ შეუსრულდა.
მკითხველისთვის ცნობილია მისი ნაწარმოებები – „სამოსელი პირველი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", „ხორუმი ქართული ცეკვაა" და სხვ.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს