გურამ დუმბაძე - სახელმწიფოს ექნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი პირობები, როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით

ავტორი
Front News საქართველო
ცენტრალიზებული შესყიდვის ორგანოს შექმნით სახელმწიფოს ექნება ერთიანი პირობები როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით, ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული კი არის უნიკალური შესაძლებლობა, ბაზრის კვლევაში მონაწილეობა 40 000-მა ეკონომიკურმა ოპერატორმა მიიღოს, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს.
"ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს შექმნა დაკავშირებულია იმ მიდგომასთან, რომ თუ აქამდე შემსყიდველი ორგანიზაცია სხვადასხვა პირობებს იყენებდა ერთსა და იმავე საქონელთან დაკავშირებით, ამიერიდან სახელმწიფოს ექნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი პირობები, როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით. რაც შეეხება ბაზრის კვლევის მოდულს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ 40 000-მა ეკონომიკურმა ოპერატორმა მიიღოს ბაზრის კვლევაში მონაწილეობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამარტივებული შესყიდვების ნაწილში, როდესაც შესყიდვა სატენდერო პროცედურებამდე არ მიდის და გამარჯვებულის გამოვლენა გამარტივებული შესყიდვის დროს ხდება. ასეთ დროს თუ შემსყიდველი კონკრეტულ შეთავაზებას 10 ან 20 კომპანიას უგზავნიდა, ახლა უკვე ამ პროცესში 40 000 ეკონომიკური ოპერატორი ჩაერთვება“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ და აღნიშნა, რომ რეფორმა გაცილებით გააუმჯობესებს და ეფექტიანს გახდის როგორც ბაზრის კვლევის, ისე შესყიდვების მთლიან პროცესს.
თაგები:
გურამ დუმბაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


