Logo

გურამ მაჭარაშვილი - არ გამოვა ეს გაერთიანება, რადგან მათ ეროვნული ამოცანა არ აქვთ

პოლიტიკა
54
Frontnews image description

"ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიციაში ვერანაირი გაერთიანება ვერ შედგება.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ფილიალებს, ხელისუფლებაში მოსვლის გარდა, სხვა ამოცანა არ აქვთ, რის გამოც საკუთარი ამომრჩევლებიც კი მხარს აღარ უჭერენ.

"არ ვიცი, კიდევ ვის სჯერა, რომ "ნაცმოძრაობის“ ფილიალები გაერთიანდებიან. ვხედავთ, რა ხდება ევროკავშირში, ნატოში და ამერიკა-ევროპის ურთიერთობებში. სამწუხაროდ, ისინი ვერ ლაგდებიან იქ და ვის აქვს იმედი, რომ ახლა ჯაფარიძე, გვარამია და ხაზარაძე შერიგდებიან ან რაიმე ერთ პლატფორმაზე დადგებიან, როცა აქამდე ვერაფერი გააკეთეს? არ გამოვა ეს გაერთიანება, რადგან მათ ეროვნული ამოცანა არ აქვთ. აქ მთავრდება ყველაფერი. ეროვნული ამოცანა როცა არ გაქვს, ხელისუფლებაში მოსვლის გარდა, სხვა მიზანი არ გაქვს, ვერაფერში გაერთიანდები. ამიტომაც არის, რომ მათი ამომრჩევლებიც კი მხარს აღარ უჭერენ ამ ადამიანებს. მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზმი, გაყოფა, გახლეჩა, სიბნელე და ცუდი მომავალი – ყველაფერი ესაა მათ დღის წესრიგში და ბუნებრივია, ამ ყველაფრის მიმართ გაერთიანება ვერ შედგება.

სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება, ყოველთვის ვამბობდი და ახლაც მივესალმები, რომ სათავეში ჩაუდგეს ამ გაერთიანებას, რადგან ეს ადამიანი წარუმატებლობის ფორმულაა და ძალიან კარგია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები