გურამ მაჭარაშვილი - გინდა, გადაწყვიტო, ქვეყანაში ვინ იქნება ხელისუფლება და ისიც არ გინდა, ჩამოხვიდე და ხმა მისცე?

ავტორი
Front News საქართველო
ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში თუ გინდა, მიიღო მონაწილეობა, ლოგიკურია, რომ იქ, სულ მცირე, არჩევნებისთვის მაინც უნდა ჩახვიდე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხმის უფლებას არავინ არავის ართმევს, საუბარია, ხმა მისცე იქ, სადაც ხარ დარეგისტრირებული.
„ქვეყანაში როდესაც არ ცხოვრობ, მის ატმოსფეროს არ გრძნობ, ისიც არ გინდა, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება შენს სამშობლოში განახორციელო და ეს უცხოეთში გააკეთო? ხმის უფლებას არავინ არავის ართმევს, საუბარია იმაზე, რომ ტერიტორიულად ხმა მისცე იქ, სადაც ხარ დარეგისტრირებული. უნდა წახვიდე იქ, სადაც დარეგისტრირებული ხარ. გინდა, გადაწყვიტო, ქვეყანაში ვინ იქნება ხელისუფლება და ისიც არ გინდა, ამ ქვეყანაში ჩამოხვიდე და ხმა მისცე? ეს ლოგიკაში არ ჯდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


