გურამ მაჭარაშვილი – ანდრიუს კუბილიუსი არ არის საქართველოს მეგობარი, ის არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი

ავტორი
Front News საქართველო
ადრე კითხვები ჩნდებოდა და ახლა ზუსტად ვიცით, რომ ანდრიუს კუბილიუსი არ არის საქართველოს მეგობარი, ის არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა არ არის კუბილიუსი და არც ცალკე აღებული ნებისმიერი ევროპარლამენტარი.
“როგორც პარლამენტის წევრმა, როგორც პარლამენტის წევრს შემიძლია ვუთხრა, რომ თუ საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს და არ ითვალისწინებს ქართული საზოგადოების გადაწყვეტილებას და დიპლომატიურ ენაზე მაინც არ გვთავაზობს განსხვავებულ მოსაზრებას, ამ შემთხვევაში, შესაბამისი შეფასებები გვექნება. კუბილიუსი და იგივე ფოტიგა, თუ სხვა ნებისმიერი ევროპარლამენტარი, რომელიც თავს უფლებას მისცემს და უფრო მაღლა დააყენებს თავის მოსაზრებას, ვიდრე საზოგადოების უმრავლესობის პოზიციას, ამაზე ჩვენი მხრიდან ადეკვატური განცხადებები გაკეთდება. ევროპა არ არის კუბილიუსი და არც ცალკე აღებული ნებისმიერი ევროპარლამენტარი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


