Logo

გურამ ფალავანდიშვილი – გამოვთქვათ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს, “თბილისი პრაიდს” და მედია ტერორისტებს

პოლიტიკა
643
Frontnews image description

“გამოვთქვათ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს, “თბილისი პრაიდს” და მედია ტერორისტებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა, რომელიც თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. 

 

ფალავანდიშვილის განცხადებით, არ ელოდება, რომ დააკავებენ. 

 

“ჩატარდა ჩხრეკა და ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება ათ მცნებას. ათ მცნებას თუ ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთი და ვერც პუტინი ვერ დაგვავალდებულებს, შევასრულოთ.

 

ახლა მივდივართ განყოფილებაში. როგორც ვიცი, არ გვაკავებენ, უბრალოდ ჩვენი დაკითხვა უნდათ. ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე, თუ არ იქნება სასამართლოში და ადვოკატის თანხმლებით. გამოვთქვათ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს, “თბილისი პრაიდს” და მედია ტერორისტებს. უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან. შეიძლება, ჩვენც მოვმკვდარიყავით და ყველა მომკვდარიყო. თქვენ ხართ მოძალადეები” – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

თაგები:

Advertisement