გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ

ავტორი
Front News საქართველო
გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ სამ თანამშრომელს, რომელთაგან ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.
სამივე მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.
დღესვე ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





