გურიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - დაკავებულია ერთი პირი

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





