Logo

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია

შემთხვევა
165
Frontnews image description

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ბავშვია.

ადგილობრივების ინფორმაციით, გვიან ღამით "ჰონდას" მარკის ავტომანქანა შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადასვლა ორმა მგზავრმა მოახერხა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამი ადამიანი კი - 2 არასრულწლოვანი და ავტომობილის მძღოლი დაიღუპნენ.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები