“გუშინ შევხვდი ბატონ მდინარაძეს, ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც ქვეყნის პოლიტიკაში ხდება”


ავტორი
Front News საქართველო
ერთი წამით გვერდით გადავდოთ ემოციები და რაციონალურად გავარჩიოთ მტყუან-მართალი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მან მდინარაძესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"გუშინ შევხვდი ბატონ მდინარაძეს. ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც ქვეყნის პოლიტიკაში ხდება. მე გავიგე პოზიციები იმის შესახებ, თუ რატომ არ თვლის ბატონი მდინარაძე ამ პროცესში „ქართული ოცნების“ დამნაშავეობასთან დაკავშირებით ჩემს კრიტიკას საფუძვლიანად. მე მოვისმინე, რა არგუმენტები აქვთ ამის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ჩვენ საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. მინდა, რომ ჩემი პასუხი, ჩემი კონტრარგუმენტი ამაზე იყოს საზოგადოებისთვისაც გასაგები. ჩვენ ერთი წამით გვერდით გადავდოთ ემოციები და ამ საქმეში რაციონალურად გავარჩიოთ მტყუან-მართალი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს