“გვაშანტაჟებს, არ გაუვა და სამართლებრივ პასუხს მიიღებს”


ავტორი
Front News საქართველო
იშვიათი შემთხვევაა, როდესაც იაგო ხვიჩიას ვეთანხმები, რომ ეს არის ის სცენარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აწყობს, – ასე შეაფასა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადება, რომ ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აძლევს ხელს მელიას დაკავება.
სამხარაძის თქმით, ყველა მოქალაქე ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს.
„საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს. იმ ადამიანების მიმართ, ვინც კანონს არ დაემორჩილებიან, შესაბამისი ღონისძიებები იქნება გამოყენებული. ამ სულისკვეთებით არის განპირობებული უმრავლესობის გადაწყვეტილება, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, ნიკა მელიამ საკუთარი თავი ასეთ დღეში თავად ჩაიგდო.
"ეს გასახარი არავისთვის არ არის. თავს არ ვიტყუებთ და არ ვამბობთ, რომ ეს კარგი იქნება. უბრალოდ, ამ ადამიანმა თვითონ დააყენა ასეთი ვითარება. პირდაპირ რომ ვთქვა, გვაშანტაჟებს. შესაბამისად, ეს შანტაჟი მას არ გაუვა და სამართლებრივ პასუხს მიიღებს“, – აღნიშნა სამხარაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს