"გვინდა მივმართოთ ოპოზიციას, არ გაბედოთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ პასუხს ჩვენგან"


ავტორი
Front News საქართველო
გვინდა მივმართოთ ოპოზიციას, არ გაბედოთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ პასუხს ჩვენგან, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაშია აღნიშნული.
მათი განცხადებით, შემდეგი აქცია პარასკევს, 17:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება.
"ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. პარასკევს, 17:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტის უკან, მოგიწოდებთ ყველას - შემოგვიერთდით, რათა დავიცვათ საქართველო. მოვუწოდებთ სტუდენტებს - შემოგვიერთდით, არ აქვს მნიშვნელობა არცერთ ქულას რუსულ ქვეყანაში ისე, როგორც თავისუფლებას, არ აქვს მნიშვნელობას არცერთ ქულას, თუ არ გვეცოდინება რა არის სოლიდარობა და ემპათია.
ამ ქვეყნის ისტორია ერთი დიდი ბრძოლაა თავისუფლებისთვის, ახლა ჯერი ჩვენზეა და ჩვენ ვქმნით ხვალინდელ დღეს. ირწმუნეთ თქვენი ძალების, არ დაუჯეროთ პროპაგანდას და შემოგვიერთდით, გამარჯვების დროშა ახლა ჩვენს ხელშია და არ გვაქვს უფლება გავჩერდეთ.
გვინდა მივმართოთ ოპოზიციასაც, არ გაბედოთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ პასუხს ჩვენგან. ახლა უკომპრომისო ბრძოლის დროა და არა რეჟიმთან თანამშრომლობის", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
ილის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.
თაგები:
სტუდენტები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს