“ჰამასი” აცხადებს, რომ ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლა


ავტორი
Front News საქართველო
“ჰამასი” აცხადებს, ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში რეიდის დროს მოკლა.
“ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანიე და მისი ერთ-ერთი მცველი თეირანში მათი რეზიდენციის დაბომბვისას დაიღუპნენ, – წერს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა. ის ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს და სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრის დროს ირანის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა მას განუცხადა, რომ ირანი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას.
პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისმაილ ჰანიეს მკვლელობას “ლაჩრული ქმედება და სახიფათო მოვლენა” უწოდა და მოუწოდა პალესტინელებს, რომ გაერთიანდნენ, იყვნენ მომთმენი და მტკიცე ისრაელის ოკუპაციის წინაშე.
თაგები:
ირანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს