Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად - ღონისძიების პარტნიორია "საქართველოს ბანკი"

ავტორი
Front News საქართველო
21-22 თებერვალს, ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში, Healo-ის ორგანიზებით, საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართება.
ინიციატივის მიზანი ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. შესაბამისად, ბაზრობის ფარგლებში, შემოსული თანხა მოხმარდება სპეციალისტების გადამზადებას - ვორქშოფებსა და ტრენინგებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი თაობისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, Healo-ის ინიციატივის პარტნიორია.
ღონისძიება სტუმრებს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი




