ჰელსინკის კომისია - “ქართული ოცნება“ სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ხელისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ჰელსინკის კომისია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასთვის ერთი წლით და ექვსი თვით პატიმრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"ელენე ხოშტარიას, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, საპატიმრო სასჯელი, ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს „ქონების დაზიანებისთვის“ იმისთვის, რომ გასულ სექტემბერს „რუსული ოცნება“ მიაწერა თბილისის მერის კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერს.
ხოშტარია და ოპოზიციის სხვა ლიდერები ახლა კიდევ უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების 7-დან 15 წლამდე აღკვეთის წინაშე დგანან თითქოსდა “სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ჰელსინკის კომისია




