
ავტორი
Front News საქართველო
ინიციატივა ეწინააღმდეგება 12 პრიორიტეტიდან, სულ მცირე, ორს, სამოქალაქო საზოგადოების პრიორიტეტსა და მედიის თავისუფლების პრიორიტეტს, მესმის, რომ ეს მხოლოდ ინიციატივაა, რომელიც ჯერ არ არის სათანადოდ განხილული, ასე რომ, ჯერ არის დრო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ “ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ელჩის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს.
“ალბათ, ნახეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მიერ შაბათ-კვირას გამოქვეყნებული განცხადება. მე ადრეც ვისაუბრე ამ კანონზე, ეს არასწორი გზავნილია, არასწორი დროა. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება 12 პრიორიტეტიდან, სულ მცირე, ორს – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების პრიორიტეტებს. ასევე, მესმის, რომ ეს მხოლოდ ინიციატივაა, რომელიც ჯერ არ არის სათანადოდ განხილული, ასე რომ, ჯერ არის დრო. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა. ჩემმა ხელმძღვანელებმა ბრიუსელში უკვე გამოხატეს თავიანთი მკაფიო პოზიცია, ეს შესაძლო კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს