
ავტორი
Front News საქართველო
ევროპის დღის აღსანიშნავად ოჯახებთან, მეგობრებთან ერთად „ექსპო ჯორჯიაში“ გეპატიჟებით. ერთად გავატაროთ ევროპის დღე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას.
"ყოველწლიურად, 9 მაისს, ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. 75 წლის შემდეგ, ევროპის დღე, 1950 წელს რობერტ შუმანის დეკლარაციით დაწყებული ევროპული პროექტის შესანიშნავი წარმატების დასტურია. ევროკავშირმა ამჟამინდელ 27 წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა.
ევროპის დღეს, ჩვენს საერთო ისტორიაზე ვფიქრობთ და მოუთმენლად ველით მომავალს, რომლის შექმნაც საქართველოსთან ერთად გვსურს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას.
ევროპის დღის აღსანიშნავად ოჯახებთან, მეგობრებთან ერთად "ექსპო ჯორჯიაში“ გეპატიჟებით. ერთად გავატაროთ ევროპის დღე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები და მსვლელობებია დაგეგმილი.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს