
ავტორი
Front News საქართველო
რთული გასაგებია, რატომ გახდა შეუძლებელი მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში წარდგომა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
“ევროკავშირი შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არსებული ცნობების გამო. ჩვენ ეს საკითხი წამოვწიეთ შესაბამის ორგანოებთან აქ, საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის უფლებები სრულად იქნება დაცული. 21-ე საუკუნეში და ისეთ თანამედროვე პირობებში, როგორიც თბილისშია, რთული გასაგებია, რატომ იყო შეუძლებელი მისი დისტანციურად ჩართვა.
ვიმედოვნებ, რომ ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, ეს ონლაინ გააკეთოს, რადგან მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული.
მოხარული ვარ, რომ მან გადაწყვიტა, აღარ გააგრძელოს შიმშილობა, რადგან ეს ხელს არ შეუწყობდა მის ჯანმრთელობას. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მის ჯანმრთელობას და ველით შემდეგ ნაბიჯებს, რომელსაც ქართული სასამართლო დაადგენს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს