ჰიპერი - საფიქრალი გვაქვს უფრო ფართო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როდესაც რეგიონში რუსული ჯარების ყოფნას ვუყურებთ

ავტორი
Front News საქართველო
საფიქრალი გვაქვს უფრო ფართო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როდესაც რეგიონში რუსული ჯარების ყოფნას ვუყურებთ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა და როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო ხასიათის ყველა იმ ჰიბრიდულ ქმედებას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე იყო დისკუსია და მუშაობა გაგრძელდება.
"რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო და მან პასუხი უნდა აგოს. ჩვენ გვსურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი, რადგან ჩვენ ვნახეთ, რამდენჯერ დაარღვია რუსეთმა ყველა პოტენციური შეთანხმება.
საგარეო საქმეთა მინისტრების განსახილველი შინაარსი ეფუძნებოდა დოკუმენტს, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში წარვადგინეთ. ეს დოკუმენტი განიხილავდა იმ დათმობებს, რის გაკეთებასაც რუსეთისგან ვითხოვთ, რადგან ძალიან ხშირადაა, რომ ყურადღება იფანტება და ზეწოლა უკრაინაზე ხდება, როცა ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს.
საფიქრალი გვაქვს უფრო ფართო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როდესაც რეგიონში რუსული ჯარების ყოფნას ვუყურებთ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა და როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო ხასიათის ყველა იმ ჰიბრიდულ ქმედებას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. ჩვენ გვქონდა დისკუსია და გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას", - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
თაგები:
ანიტა ჰიპერი




