IAEA-ს მისიის ვიზიტი უკრაინაში მომავალ კვირაში იგეგმება


ავტორი
Front News საქართველო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტი უკრაინაში მომავალ კვირაში იგეგმება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა ლანა ზერკალმა განაცხადა.
“მისიის ვიზიტი მომავალ კვირას არის დაგეგმილი და ახლა წყდება ყველა ლოგისტიკური მარშრუტი, როგორ მოხვდებიან იქ. მიუხედავად იმისა, რომ რუსები შეთანხმდნენ, მისია უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილდება, ახლა ხელოვნურად ქმნიან ყველა პირობას, რომ მისიამ არ მიაღწიოს ობიექტს, მის ირგვლივ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით“, – განაცხადა ზერკალმა.
მისი თქმით, IAEA-ს მისიის ვიზიტის მთავარი მიზანია სადგურზე სიტუაციის კონტროლი და საჭირო ზომების მიღება ევროპისა და მთელი მსოფლიოს შესაძლო კატასტროფისგან დასაცავად.
თაგები:
ზაპოროჟიე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს