IAEA – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ათამდე აფეთქება მოხდა


ავტორი
Front News საქართველო
შედარებითი სიმშვიდის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ათამდე აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.
ექსპერტების ინფორმაციით, დაბომბვა განახლდა როგორც ელექტროსადგურის მახლობლად, ასევე მის ტერიტორიაზე, შედეგად დაზიანდა ზოგიერთი შენობა, სისტემა და აღჭურვილობა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი მათგანი ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკული არ არის.
ატომური საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მხარეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ სადგურის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე ბირთვული უსაფრთხოება.
თავის მხრივ, “ენერგოატომში” აცხადებენ, რომ სადგურის ინფრასტრუქტურაზე 12 თავდასხმა განხორციელდა.
“დაზიანება მიუთითებს, რომ რუსებმა დამიზნებით ზუსტად ის ინფრასტრუქტურა გამოიყვანეს მწყობრიდან, რომელიც საჭირო იყო 5 და 6 ენერგობლოკების გასაშვებად და ელექტროენერგიის აღსადგენად ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინის საჭიროებისთვის“, – აცხადებენ “ენერგოატომში”.
თაგები:
ზაპოროჟიე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს