Logo

იაგო ხვიჩია – თვალსა და ხელს შუა საქართველოს ხელისუფლება ხდება ანტიამერიკული ძალა

პოლიტიკა
447
Frontnews image description

“გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტიამერიკული ძალა ხდება და თუ ის პარტნიორებისგან მიღებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, გამოდის, რომ გეზი რუსეთისკენ აქვს. 

 

“თვალსა და ხელს შუა საქართველოს ხელისუფლება ხდება ანტიამერიკული ძალა. მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ისეთ შენიშვნებს აძლევს, საქმე სხვა ქვეყანას რომ ეხებოდეს და ამას ჩვენ ვუყურებდეთ, წარმოდგენა გვექნებოდა, რომ წავედით რუსეთისკენ ან ყოველ შემთხვევაში აშშ-ს მოწინააღმდეგეებისკენ. ეს ქართველი ხალხის მხრიდან უნდა იყოს აღქმული, როგორც ხელისუფლების ნაბიჯი რუსეთისკენ და შემოდგომით ძალიან მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

თაგები:

Advertisement