Logo

იაპონიამ სანქციები რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა

მსოფლიო
939
Frontnews image description

იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები. 

 

იაპონიამ „შავ სიაში“ შეიყვანა რუსი მილიარდერი ვიქტორ ვექსელბერგი, დუმის 11 წევრი და ბანკირ იური კოვალჩუკის ოჯახის ხუთი წევრი.

 

როგორც იაპონიის მთავრობის პრესსპიკერმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა, იაპონია სანქციებთან დაკავშირებით დიდი შვიდეულის ქვეყნების შესაბამისად იმოქმედებს.

 

ამგვარად, რუსეთის მიერ უკრაინაში ინერვენციასთან დაკავშირებით სასანქციო სიაში იაპონიას სულ 61 პირი ჰყავს შეყვანილი. ამასთან, იაპონიამ სანქციები დაუწესა რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და რამდენიმე კერძო ბანკს, ასევე ბელარუსის მოქალაქეებს, ბანკებსა და ორგანიზაციებს.

Advertisement