Logo

“იძულებული გახდება “ქართული ოცნება” დათანხმდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მიღწეული იქნას ვადამდელი არჩევნები”

საზოგადოება
837
Frontnews image description

ირაკლი კობახიძის განცხადებები ფაქტობრივად არაფრის მომცემია  – ამის შესახებ "ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" წარმომადგენელმა ლაშა დამენიამ განაცხადა. 

ოპოზიციონერი იმედს მედიატორზე ამყარებს, რომელიც მისი თქმით, აიძულებს "ქართულ ოცნებას" დათანხმდეს  შეთანხმებას. 

" მათ არაერთგზის გადაუთქვამთ თავიანთი წარმოთქმული წინადადება, ამიტომ მათი განცხადებები და ტონი არაფერს არ იძლევა. ერთადერთი არის მთავარი, რომ შარლ მიშელის მედიაციის პირობებში რა თქმა უნდა, გარკვეული ოპტიმიზმი არსებობს, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შედეგით და  იძულებული გახდება "ქართული ოცნება" დათანხმდეს იმას, რომ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, მიღწეული იქნას ვადამდელი არჩევნები და მასთან თანამდევი ის დანარჩენი ოთხი პუნქტიც, რომელიც არის ხელშეკრულების მაგიდასთან დადებული", – განაცხადა დამენიამ.

თაგები:

Advertisement