იენს სტოლტენბერგი – ჩვენ არ შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ ნატო-ს უფლება, დაიცვას თავი და ყველა მოკავშირე


ავტორი
Front News საქართველო
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს მოუწოდებს, შობის წინა დღეს ჯარები გაიყვანოს უკრაინის საზღვრებიდან და ამით რეგიონში დაძაბულობა შეამციროს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
“დიდი ოდენობით ძალების თავმოყრა ხდება და ამ მოქმედების შეჩერების ან შენელების ნიშნები არ არის. მზად ვართ, დავსხდეთ და ვისაუბროთ კრემლთან ნატო-რუსეთის საბჭოს ეგიდით, თუმცა ძირითად პრინციპზე კომპრომისზე არ წავალთ. ჩვენ არ შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ ნატო-ს უფლება, დაიცვას თავი და ყველა მოკავშირე. აგრეთვე ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ყველა ერის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ეს ასევე ეხება პატარა ერების სუვერენიტეტის პატივისცემას.
“იდეა, რომ ისეთ დიდ ძალას, როგორიც რუსეთია, შეუძლია, გადაწყვიტოს, რა გააკეთონ ან არ გააკეთონ პატარა მეზობლებმა, არის გავლენის სფეროების ცნების ხელახალი დანერგვა. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობას ეხება „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს