იღუმენი ანდრია ღურწკაია - დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ მღვდლობიდან გაშვება უნდოდათ, მაგრამ პატრიარქმა დაგვიცვა

ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ მღვდლობიდან გაშვება უნდოდათ, მაგრამ პატრიარქმა დაგვიცვა, - ამის შესახებ სამების ტაძრის მღვდელმსახურმა იღუმენმა ანდრია ღურწკაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინი უფრო მკაცრი სასჯელი იყო.
"მოლოდინი უფრო მეტის გვქონდა, დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ მღვდლობიდან გაშვება უნდოდათ და ენდომებოდათ, უბრალოდ პატრიარქს უნდა გადაეწყვიტა ეს და პატრიარქმა დაგვიცვა და არ შეუსრულათ ის, რაც მათ უთხრეს. მხოლოდ მათი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, უფრო მკაცრი სასჯელი იქნებოდა, მაგრამ როცა პატრიარქს მიუტანეს ეს, არ დასთანხმდა მკაცრ სასჯელს. უფრო მკაცრი დასჯა იქნებოდა, მღვდლობიდან რომ ჩამოეშორებინათ და ამის სურვილიც ჰქონდათ.
არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ არაფერი არ იცვლება მამა დოროთესთვის, მამა დოროთე ისევ არქიმანდრიტია, ისევ მღვდელია, ის ჩვეულებრივ აღავლენს მღვდელმსახურებას, უბრალოდ წინამძღვრობიდან გაუშვეს. კომისიაზე თქვეს, რომ არგამოცხადების გამო გადაწყვიტეს აღნიშნული, მაგრამ ეს არ იყო არგამოცხადება, გამოვცხადდით ჩვენ ტელევიზიებთან ერთად. განცხადებები, რომელიც რუსეთისა და რუსული ორიენტაციის მიმართ იყო, ეს არ მოეწონათ, როგორც ჩანს", - განაცხადა ანდრია ღურწკაიამ.
არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლეს.
თაგები:
იღუმენი ანდრია ღურწკაია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


