
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ფიზიკურად იმყოფება საქართველოში და ახლა ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან.
როგორც ანდრეი კასიანოვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინის საელჩო საქართველოში შეატყობინებს საქართველოს მთავრობას, როცა ელჩი მზად იქნება და შეუდგება საკუთარი მოვალეობის შესრულებას.
“ელჩი იგორ დოლგოვი ამ მომენტში გაწვეულია კონსულტაციებისთვის. ფიზიკურად ის იმყოფება საქართველოში და ახლა ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან. როგორც წინა ბრიფინგზე ვთქვი, ახლაც გავიმეორებ, საქართველოში უკრაინის საელჩო შეატყობინებს საქართველოს მთავრობას, როცა ელჩი იქნება მზად და შეუდგება თავის მოვალეობებს“, – განაცხადა კასიანოვმა.
თაგები:
ანდრეი კასიანოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს