Logo

იგორ ნარმანია - მათი მომწონებელი დღეს არის ზახაროვა, პუტინი, ლავროვი

პოლიტიკა
147
Frontnews image description

“ღალატის კომისია ანწუხელიძის მსგავს გმირებს შეურაცხყოფს, კობახიძის განცხადებები კი მოსწონს მხოლოდ რუსეთს”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა იგორ ნარმანიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

"ისინი ატარებენ ღალატის კომისიას, სადაც ქართულ ჯარს, ქართველ სამხედროებს, ქართველ გმირებს - ანწუხელიძეს და არაერთ გმირს აყენებენ შეურაცხყოფას და მათ ეძახიან პიარისთვის შეწირულს. კობახიძის მოღალატეობრივი განცხადებები უფრო მეტად მძაფრდება და უფრო მეტად ემატება და მათი მომწონებელი დღეს არის მხოლოდ რუსული ოცნება, მარია ზახაროვა, პუტინი, ლავროვი და ა.შ.” - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

Advertisement