Logo

ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა აბუ-დაბიში 10 ივლისს გაიმართება

მსოფლიო
138
Frontnews image description

აბუ-დაბიში 10 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აბუ-დაბიში შეხვედრა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფარგლებში შედგება.

როგორც სომხური მედია წერს, ნიკოლ ფაშინიანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დღეს გაემგზავრება. დღესვე დაგეგმილია მისი შეხვედრა ქვეყნის ლიდერთან, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ-ნაჰაიანთან.

10 ივლისს კი სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 8 ივლისს იმედი გამოთქვა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში იქნება მიღწეული.

Advertisement