
ავტორი
Front News საქართველო
დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაში, სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად და მას ექნება შესაძლებლობა, იმსჯელოს ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც ამ მიმართულებით დღეს მსოფლიოს გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერს აღნიშნულ კონფერენციაზე ექნება მიმართვა.
“ასევე, პრემიერ-მინისტრს ექნება მიმართვა აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, სადაც საქართველოს პრიზმიდან დანახული ყველა ის გამოწვევა და ის ყველა გეგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, იმისთვის რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით იქნება გაჟღერებული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოიტანს კონკრეტულ შედეგებს და ტრადიციულად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო ყოველთვის წარმოდგენილია მაღალ დონეზე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში და წელსაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა იქნება კონკრეტული ხელშესახები შედეგების მომტანი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
თაგები:
ილია დარჩიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს