
ავტორი
Front News საქართველო
რუმინეთის პარლამენტმა დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე დაამტკიცა „რეზოლუცია მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“.
აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“დიდი მადლობა რუმინეთის პარლამენტს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ასეთ გადამწყვეტ მომენტში,” – წერს დარჩიაშვილი.
თაგები:
ილია დარჩიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს