
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
“ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან სოლთან ბინ საად ალ მურაიხთან. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კატარის ორმხრივი ურთიერთობების არსებული დღის წესრიგი და პრიორიტეტული საკითხები.
მინისტრები მიესალმნენ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას რაც დადებითად აისახება თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე. ამ მხრივ კმაყოფილებით აღინიშნა კატარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებული ვიზიტი და გამართული შეხვედრები, მათ შორის კატარის ამირთან.
მინისტრებმა დადებითად შეაფასეს კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, აღნიშნეს ის დიდი პოტენციალი რაც ქვეყნებს შორის არსებობს ამ მიმართულებით, მათ შორის კატარში ქართული პროდუქციის მზარდი იმპორტი და ქვეყნის მსხვილ სუპერმარკეტებში ქართული პროდუქციის რეალიზაცია.
მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ შესაბამისი უწყებების ჩართულობით ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად სათანადო სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების მიზნით. ასევე დადებითი შეფასება მიეცა ტურისტულ მიმოსვლას და კატარელი ტურისტების მხრიდან საქართველოს ღირსშესანიშნაობებით მაღალ დაინტერესებას.
ამ მხრივ აღინიშნა კატარის ავიახაზების წარმატებული საქმიანობა საქართველოში და პირდაპირი რეისები, რაც ხელს უწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კატარის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ილია დარჩიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს