
ავტორი
Front News საქართველო
1-3 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან, ასევე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.
“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის ტექნიკური-ეკონომიკური კვლევის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ილია დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
თაგები:
ილია დარჩიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს