
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრს. კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ მიმდინარე და სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად საკითხზე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს