
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულებას.
“მინისტრმა ევროკომისარს გააცნო, რა სამუშაო გასწია ქართულმა მხარემ უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, ვიზიტისას განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების კუთხით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანა მაქსიმალურად უზრუნველყოფს შემდგომ პროგრესს ამ მიმართულებით.
ევროკომისარი მიესალმა ქართული მხარის ძალისხმევას, განსაკუთრებით, იმ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა რეკომენდაციათა იმპლემენტაციის მიმართულებით და გამოთქვა მზადყოფნა განაგრძოს მჭიდრო კოორდინაცია საქართველოს მთავრობასთან”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ოლივერ ვარჰეი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს