
ავტორი
Front News საქართველო
13-14 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან: საგარეო საქმეთა მინისტრთან ტობიას ბილსტრომთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ანდრეას ნორლენთან, ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან კრისტიან დანიელსონთან და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან დიანა იანსესთან.
“აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში. შესაბამისად ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული თანამშრომლობის საკითხების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობას და შვედეთის მხარდაჭერას ამ გზაზე”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
თაგები:
ილია დარჩიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს